3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7238 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.25 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.67 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1967 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.1 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6649 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.53 თეთრი შეადგინა.