საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყოფილ პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც პარიზის სასამართლომ ის მუამარ კადაფისგან 2007 წლის ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ მილიონობით ევროს უკანონოდ მიღებაში დამნაშავედ ცნო.
სარკოზი უდანაშაულოდ ცნეს იმავე საქმეში არსებულ სხვა ბრალდებებში - სახელმწიფო სახსრების მითვისებაში, პასიურ კორუფციასა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში.
პროკურატურამ თავდაპირველად ყველა ბრალდებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, ბრალდებებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.