22 სექტემბრის საღამოს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს დრონებით თავს დაესხნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი სერგეი სობიანინი ავრცელებს.
მისი თქმით, ქალაქის თავზე სულ 9 დრონი ჩამოაგდეს.
ადგილობრივი Telegram-არხები ქალაქის თავზე ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყებიან. ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ასევე, რუსული მედიის ცნობით, „შერემეტიევოს“ აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.