დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ნატო მზადაა, რეაგირება მოახდინოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევაზე.
ამის შესახებ კუპერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
კუპერმა ახსენა ინციდენტი, რომლის დროსაც სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე და მას „სახიფათო და უგუნური“ უწოდა.
ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვისას მან განაცხადა, რომ მისი გაუაზრებელი ქმედებები „ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების რისკს ქმნის“.
„ჩვენი ალიანსი თავდაცვითია, მაგრამ ნუ გექნებათ ილუზიები: ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა საჭირო ზომა ნატო-ს საჰაერო სივრცისა და ტერიტორიის დასაცავად.
„ჩვენ ფხიზლად ვართ. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი. თუ ნატო-ს საჰაერო სივრცეში უნებართვო ფრენის დროს თვითმფრინავებთან დაპირისპირება მოგვიწევს, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე ფინეთის ყურის თავზე დაარღვიეს და იქ სულ 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. ნატო-მ თვითმფრინავის ჩაჭრის შესახებ განაცხადა.