უკრაინაში დარღვევების შესახებ გაერო-ს დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ შეშფოთება გამოთქვა ფრონტის ხაზზე ახლო მანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ესკალაციის გამო.
„მტკიცებულებები ადასტურებს, რომ დასახლებულ ტერიტორიებზე თავდასხმები განხორციელდა დნიპროს მარჯვენა სანაპიროს 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის გასწვრივ, რომელიც უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშაა“, - ნათქვამია კომისიის თავმჯდომარის, ერიკ მიოსეს განცხადებაში.
მიმდინარე წლის მაისში კომისიამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობაზე მოკლე რადიუსის დრონების გამოყენებით „მასშტაბურ და სისტემატურ“ თავდასხმების დოკუმენტირება მოახდინა.
„ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს ქმედებები ჩადენილი იქნა შეთანხმებული სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს მკვლელობის სახით და ომის დანაშაულებს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების სახით“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომისიის ცნობით, მსგავსი თავდასხმები დნიპროპეტროვსკისა და მიკოლაევის ოლქებშიც განხორციელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ამ შეტევებს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე განლაგებული პოზიციებიდან ახორციელებენ, სათვალთვალო სისტემებით და აღჭურვილი დრონების გამოყენებით.
მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გარდა, რუსეთის ძალებმა დარტყმებს აყენებენ სამოქალაქო სამიზნეებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და სხვა შენობებს. თავდასხმები ასევე სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სხვა სამაშველო სამსახურებზე ხორციელდება, რაც მაშველებს სამუშაოს შესრულებაში ხელს უშლით.
„დრონებით თავდასხმების გარემოებები მიუთითებს პასუხისმგებელი პირების განზრახვაზე, მოკლან, ზიანი მიაყენონ და გაანადგურონ“, - ხაზგასმით აღნიშნა მიოსემ.