რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „უგუნური და სახიფათო“ უწოდა.
„ვგმობ რუსეთის მიერ ესტონეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ ბოლოდროინდელ დარღვევას. ჩვენი მხარდაჭერა ესტონეთის მიმართ ურყევი რჩება“, - განაცხადა მან.
მან დაგმო რუსეთის „ესკალაცია და პროვოკაციები“, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს „ქვეყნების დაშინებას, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა და გამოსცადონ ჩვენი სიმტკიცე“.
„რუსეთი აშკარად მიიჩნევს, რომ მას შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და შავ ზღვაში და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში.
ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში შეჭრამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. რუსეთის მეზობლები საფუძვლიანად დ შეშფოთებული არიან, რომ შესაძლოა შემდეგი თავად იყვნენ“, - განაცხადა რასმუსენმა.
„სწორედ ამიტომ ვეუბნებით დღეს რუსეთის ფედერაციას: უკან დაიხიეთ, უკან დაიხიეთ. აირჩიეთ სხვა გზა. ჩვენ არ დავუშვებთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას“, - განაცხადა რასმუსენმა.
სხდომა, ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.