კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შემდეგ პალესტინის სახელმწიფო პორტუგალიამაც აღიარა.
ნიუ-იორკში გამოსვლისას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაულო რანჯელმა განაცხადა, რომ „პორტუგალია მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტას, როგორც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზას“.
„დღეს პორტუგალიის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - განაცხადა რანჯელმა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პარლამენტში პარტიების უმრავლესობის თანხმობით იქნა მიღებული.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პორტუგალია ორივე ქვეყანასთან „მშვიდობიანი, ნაყოფიერი და სასარგებლო ურთიერთობების“ შენარჩუნებას ცდილობს და იმედოვნებს, რომ ისრაელი „გაიგებს ჩვენს პოზიციას“.
„ეს [გადაწყვეტილება] არ არის მიღებული ისრაელის წინააღმდეგ. ის მიიღება მშვიდობისა და პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების სასარგებლოდ“, - განმარტა მან.