ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ტერორიზმს აჯილდოებს“.
მისივე თქმით, პალესტინის აღიარება ისრაელისთვის სახიფათოა და პირობა დადო, რომ მის წინააღმდეგ იბრძოლებს.
„მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინურ სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ ტერორიზმს უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ. და მე თქვენთვის კიდევ ერთი შეტყობინება მაქვს: ეს არ მოხდება. წლების განმავლობაში ხელს ვუშლიდი ამ ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.