დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სტარმერმა ხაზი გაუსვა ჰამასის ტერორისტულ ბუნებას და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს მეშვეობით გადაწყვეტის აუცილებლობას.
„დღეს, პალესტინელებისა და ისრაელებისთვის მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად, გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - თქვა სტარმერმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „ჰამასისთვის“ ჯილდოს არ წარმოადგენს, რადგან ლონდონი დაჟინებით მოითხოვდა დაჯგუფების პალესტინის მმართველობიდან გარიცხვას და მის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ამზადებდა.
ის ასევე ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციებსაც შეეხო და ისრაელი ჰუმანიტარული კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, მანამდე პალესტინის სახელმწიფო კანადამ აღიარა.