აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს. საუბარი შეეხო ვაჭრობისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპმა დაწერა, რომ მან სი ძინპინისთან „ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი“ გამართა.
„ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ვაჭრობაზე, „ფენტანილზე, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების აუცილებლობაზე და TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმების დამტკიცებაზე“, - აღნიშნა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის სი ძინპინთან შეთანხმდა სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შეხვედრაზე, ასევე ვიზიტების გაცვლაზე - ტრამპი 2026 წელს ჩინეთს ეწვევა, ხოლო სი ძინპინძი აშშ-ში „შესაფერის დროს“ ჩავა.
ეს იყო აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის პირველი საუბარი ივნისის შემდეგ და გაიმართა სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ის მომავალთან დაკავშირებული შეთანხმებებისა და სავაჭრო მოლაპარაკებების გამოცხადების ფონზე.