19 სექტემბერს, სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამანადგურებლების ესტონეთის საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
უწყებამ პროტესტის ნიშნად და ნოტის გადასაცემად ესტონეთში რუსეთის ფედერაციის დროებით რწმუნებული დაიბარა.
„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, რომლის დროსაც სამი გამანადგურებელი შემოვიდა ჩვენს საჰაერო სივრცეში, უპრეცედენტოდ თავხედურია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერებას უნდა მოჰყვეს მოსკოვზე პოლიტიკური და ეკონომიკურ ზეწოლის სწრაფი ზრდა.