სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთშაბათს ვაშინგტონში ჩავიდა, რაც ასეთი მაღალი დონის პირველი ოფიციალური ვიზიტია 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
აშშ სანქციების მოხსნით და სირიასა და ისრაელს შორის შუამავლის როლის შესრულებით დამასკოს მხარდამჭერ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს.
Axios-ის ცნობით, ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შიბანი ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდება, რათა სირიის წინააღმდეგ აშშ-ის დარჩენილი სანქციების მოხსნის საკითხი განიხილონ.
Reuters-ის ცნობით, შეერთებული შტატები ისრაელსა და სირიას შორის შუამავლის როლს ასრულებს.