დონალდ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ BBC-სთან “ ინტერვიუში განაცხადა.
მან გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მიერ ბრაზილიურ საქონელზე დაწესებული 50-პროცენტიანი ტარიფები და განაცხადა, რომ ტარიფები „უკიდურესად პოლიტიკურია“.
„ამერიკელი ხალხი გადაიხდის იმ შეცდომებისთვის, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი ბრაზილიასთან ურთიერთობაში უშვებს“,- განაცხადა ლულა და სილვამ.
შეკითხვაზე, როგორ აღწერს ამერიკელ კოლეგასთან ურთიერთობას, ბრაზილიის პრეზიდენტმა უპასუხა: „ურთიერთობა არ არსებობს“.
„ტრამპი შეიძლება, იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ ის არ არის მსოფლიოს იმპერატორი!“,- აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ იდევნება და რომ ბრაზილიაში დემოკრატია არ არსებობს.