ელენე ხოშტარია არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა და როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი.
„ხოშტარიას შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს საელჩოების დამოკიდებულებას. ის არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით. ამ ბოლო შემთხვევაში მან უკვე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა. როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არა მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირი კანონდარღვევის წახალისება, ეს არის შემაშფოთებელი. არ შეიძლება ასე გააუფასურონ საქართველოში ევროკავშირის იმიჯი ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ეს ჩვენთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და მთლიანად ევროკავშირის იმიჯი საბოლოოდ არ დაზიანდეს.
რაც შეეხება გირაოს, ეს მისი საქმეა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერავითარ პოზიციას ვერ გამოვხატავთ. იცით, რომ არსებობს კანონმდებლობა, ამ კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული ზომებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პირი არ იხდის გირაოს. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის კანონის საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.