რუსთავში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში, რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ აღმოაჩინეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა.
მოზარდს, რომელიც არსებული ინფორმაციით, 16 წლის იყო, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.