700 მილიონი დოლარი ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
“700 მილიონი დოლარი ეს არის თითქმის 2 მილიარდი ლარი და ეს მხოლოდ ციფრი არ არის.
ეს არის ასობით ათასი მშიერი ბავშვისთვის და დაუძლურებული პენსიონერისთვის მოპარული ლუკმა.
მათთვის ეს ფული სისხლიანი გარჩევების საგნად ქცეულა, მშიერი მგლების ხროვასავით დაერივნენ ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიგდონ ხელში. ჩვენთვის კი ეს არის მომავალი, რომლითაც ავაშენებთ ქვეყანას.
რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე?
ამიტომ 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ და ერთად დავიბრუნოთ ის, რაც ხალხს ეკუთვნის!"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.