საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „არასერიოზულს“ უწოდებს „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებას 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებისა და „მშვიდობიანი დამხობის შესახებ.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებას 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებისა და „მშვიდობიანი დამხობის შესახებ და განაცხადა, რომ „ეს არის არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადება“.
„თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღიქვას ადამიანმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული ხალხის, არასერიოზული განცხადება“,- აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს 20:00 საათზე ხელისუფლება უნდა გადაიბაროს. ამასთან ბურჭულაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამოსულ ხალხს მისცენ საშუალება, „მშვიდობიანად დაამხონ“.