სააგენტო Bloomberg ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის წარდგენა გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპისგან უფრო მკაცრი ზომები მოითხოვა.
ევროკომისიას სანქციების ახალი პაკეტი ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრაზე უნდა წარედგინა.
თუმცა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, პარასკევს აშშ-მა დაიწყო ზეწოლა მოკავშირეებზე და მათგან მოითხოვა ჩინეთისა და ინდოეთისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის გამო 100%-იანი ტარიფების დაწესება.
ასევე სხვა ზომების მიღება, რათა ვლადიმირ პუტინი აიძულონ, უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
წყაროს ცნობით, «დიდი შვიდეული» ამჟამად ახალ სანქციების პაკეტზე მუშაობს და ტექსტზე მუშაობის დასრულებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავს.
აქამდე ტრამპი თავს იკავებდა რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მან, რუსეთისთვის მის მიერვე დაწესებული ვადები დაართვია, პუტინი კი აქამდე უარს ამბობს ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებს დათანხმდეს.