17 სექტემბერს, ისრაელის კინოს დღის აღსანიშნავად, ეკრანებზე გამოდის ფილმი „ბრძოლა მემკვიდრეობისთვის", ფანტაზია/დრამა, რომელიც საქართველოშია გადაღებული. ფილმში მონაწილე მსახიობები იაკოვ და ხანი ბუზაგლოები თბილისში იმყოფებიან. ისინი ცნობილი არიან რეაილთი შოუ „ბუზაგლოებიდან“, რომელიც ისრაელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იაკოვ და ხანი ბუზაგლოები, თბილისში “ისრაელის სახლსაც” ეწვივნენ. ხანი ბუზაგლო მხატვარია. “ისრაელის სახლის” ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ის წლის ბოლოსთვის დაგეგმილ „ისრაელის კვირეულზე“ მოიიწვიეთ, სადაც თავის ნამუშევრებს გამოფენს. როგორც ხანი ბუზაგლომ აღნიშნა, ფილმის გადაღებისას ის საქართველოთი მოიხიბლა. ამიტომ გადაწყვიტა საქართველოში რამდენიმე თვე დარჩენა და ნახატების შექმნა. მისი ნახატები გამოიფინება ცნობილ სასტუმროებში. დაგეგმილია გალერეას მოწყობაც.
იაკოვ ბოზაგლო კი ყოფილი ფეხბურთელია, ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ქვეშ. ის ავტორია წიგნისა, სახელწოდებით „ბიჭი უზარმაზარია! მამა მიკრობია“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს რჩევებს ახალგაზრდა ფეხბურთელების მშობლებისთვის.
იაკოვი და ხანი მასთან ერთად მონაწილეობენ ოჯახურ პროექტებში, მათ შორის სერიალში „ბოზაგლოები“, რომელიც მაყურებელ ისრაელელი ცნობილი ფეხბურთელების ოჯახზე მოუთხრობს.
