ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი გამოეხმაურა რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრის ფაქტს.
„რუსეთი პროვოკაციებს აგრძელებს. გუშინ ღამით ეს რუმინეთი იყო. მე არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“.
როგორც ნატო-ს მოკავშირეები, ჩვენ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ“, - დაწერა მან Х-ზე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთმა „კონკრეტული ფასი უნდა გადაიხადოს ნატო-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის“.
"სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ჩეხეთის რესპუბლიკა შემდგომ სანქციებს“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.
შეგახსენებთ, 13 სექტემბერს რუსულმა დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის სირმეში შეაღწია და ნატო-ს ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში დარჩა, შემდეგ კი უკრაინისკენ გაბრუნდა.