რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელარუსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების „დასავლეთი 2025“-ის ფარგლებში ბარენცის ზღვაში „ცირკონის“ ტიპის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცახდებით, ცირკონის“ პრაქტიკული გაშვება ფრეგატ „ადმირალ გოლოვკოს“ ეკიპაჟმა განახორციელა.
„რეალურ დროში მიღებული ობიექტური კონტროლის მონაცემების თანახმად, სამიზნე პირდაპირი დარტყმის შედეგად განადგურდა“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთ-ბელორუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები 12 სექტემბერს დაიწყო. მოსკოვი და მინსკი აცხადებენ, რომ წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას.