ლონდონში, ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 150 ათასამდე ადამიანმა მიიღომონაწილოება.
აქციის დაწყების შემდეგ, დღის პირველი ნახევარი მშვიდობიანი იყო, თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მოგვიანებით ვითარება დაიძაბა რადგან მათი მისამართით სხვადასხვა სახის ნივთებს ისროდნენ. მედიის ცნობით, 26 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ოთხი მძიმედ.
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ვიდეოკავშირის საშუალებით ისაუბრა „მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე“ და დიდ ბრიტანეთში მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.
„რაღაც უნდა გაკეთდეს. პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ილონ მასკმა.
პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა.
„ვადგენთ არეულობაში მონაწილე პირების ვინაობას და მათ შეუძლიათ ელოდონ პოლიციის მხრიდან მკაცრი ზომების მიღებას მომდევნო დღეებსა და კვირებში“, - განაცხადა კომისრის თანაშემწემ, მეთ ტვისტმა.