„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი დაიხურა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. მათ სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.