უკრაინული მედიის ცნობით, შაბათს, 13 სექტემბერს, რუსებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას ცეცხლი გაუხსნეს არტილერიიდან და „სმერჩის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
დასახლებულ პუნქტში დაზიანდა 14 კერძო და საცხოვრებელი კორპუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი.
კონსტანტინოვსკის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობით, ომის დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.