ნეპალის პრეზიდენტმა რამჩანდრა პაუდელიმ პარლამენტი დაითხოვა და ახალი არჩევნები 2026 წლის 5 მარტს დანიშნა.
ნეპალში დროებითი მთავრობის მეთაურად სუშილა კარკი დაინიშნა, რომელსაც არჩევნების ჩატარების ექვსთვიანი ვადა ჰქონდა, პრემიერმა წარმომადგენლობითი პალატის დათხოვნის რეკომენდაცია ფიცის დადებისთანავე გასცა. მოქალაქეებმა ნეპალის დროებით პრემიერმინისტრის პოსტზე კარკი სოციალურ ქსელში ხმის მიცემის გზით აირჩიეს. სუშილა კარკი 2016-2017 წლებში ნეპალის მთავარი მოსამართლე იყო, ის ერთადერთი ქალია, რომელიც ამ პოსტს იკავებდა.
ნეპალში პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობების შედეგად გადადგა. მიმდინარე კვირას, არეულობისას ნეპალში 51 ადამიანი დაიღუპა, 1 300 კი დაშავდა. დემონსტრაციები სოციალური მედიის აკრძალვის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტიკორუფციულ გამოსვლებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციებში ძირითადად GenZ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.