აშშ-ის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ტენესის შტატის ქალაქ მემფისში დანაშაულთან საბრძოლველად გაიგზავნებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, 12 სექტემბერს განაცხადა.
„ჩვენ მემფისისკენ მივემართებით. მემფისი ღრმა კრიზისშია. ჩვენ მას გამოვასწორებთ, ისევე როგორ ეს ვაშინგტონში გავაკეთეთ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ეთერში.
ტრამპმა ეროვნული გვარდიის ჯარების მემფისში განლაგების გეგმები ჩიკაგოში მათი გაგზავნის მიმართ წინააღმდეგობის ფონზე გამოაცხადა,
7 სექტემბერს ჩიკაგოში ათასობით ადამიანმა მარში გამართა, ხოლო ილინოისის დემოკრატმა გუბერნატორმა ჯეი ბი პრიცკერმა განაცხადა, რომ ტრამპი „ამერიკულ ქალაქს ომით ემუქრება“.
აგვისტოში აშშ-ის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები ვაშინგტონში განლაგდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ.
„მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ „უკიდურეს შემთხვევაში და ექსკლუზიურად სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დაუყოვნებელი საფრთხის შემთხვევაში“, - ნათქვამია ერთობლივი სამუშაო ჯგუფის განცხადებაში, რომელიც ეროვნულ გვარდიას ზედამხედველობს.
ამჟამად ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 1900 ჯარისკაცია განლაგებული.
ისინი პატრულირებენ, კერძოდ, თეთრი სახლისა და ტურისტებში პოპულარული ეროვნული ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბრაამ ლინკოლნის მემორიალიდან კაპიტოლიუმამდე, ასევე რკინიგზის სადგურებთან და მეტროსადგურებთან.