მედიის ცნობით, აქციების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს, ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – „ალფა პე ვე პე“ ამოიღეს.