გუშინ იმ ფსიქოპათმა რაღაცები იბოდიალა პროტესტში მყოფ ხალხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება არ არის, უბრალოდ მისი პროპაგანდისტულად მოწყობილი დაავადებული ტვინის კარგი ილუსტრაციაა, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
ღამბაშიძე ეხმიანება პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც აღნიშNულია: „ამ ადამიანებს რომ გადახედავთ, არის ტრაგიკული მოვლენა. ამ აქციის რეგულარული მონაწილეები არიან ის ადამიანები, რომლებიც იცინოდნენ გუშინ ამერიკაში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე. ფარჯიანი, რომელსაც ჰქვია მოაზროვნე და მონაწილეობს გადაცემაში - „რა? სად? როდის?“, რუსული გადაცემის ანალოგია, სხვათა შორის, რუსეთში მათ ჰქვიათ „ზნატოკები“, ანუ მცოდნეები და საქართველოში მოაზროვნედ წოდებული ფარჯიანი იცინოდა ადამიანის საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით“.
„გუშინ იმ ფსიქოპათმა რაღაცეები იბოდიალა პროტესტში მყოფ ხალხზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება არ არის, უბრალოდ მისო პროპაგანდისტულად მოწყობილი დაავადებული ტვინის კარგი ილუსტრაციაა.
“ფარჯიანი, რომელსაც ჰქვია მოაზროვნე და მონაწილეობს გადაცემაში - “რა? სად? როდის?”, რუსული გადაცემის ანალოგია, სხვათა შორის, რუსეთში მათ ჰქვიათ “ზნატოკები”, ანუ მცოდნეები და საქართველოში მოაზროვნედ წოდებუკი ფარჯიანი…”
ნახეთ რამდენი შრეა:
1) პირველ რიგში, ხაზს უსვამს პროექტის რუსულ წარმომავლობას. ამით აკნინებს პროექტს; მათ მოწინააღმდეგეთა რუსეთთან კავშირს ამყარებს. ამის გამგონ ქოცს ტვინში გაუაქტიურდება სექტორი “ოპოზიცია რუსეთის საქმეს აკეთებს”.
ამავდროულად ის არ დაფიქრდება რომ რუსეთშია გამდიდრებული ივანიშვილიც, რუსეთთან დაამყარეს ქოცებმა პირდაპირი ფრენები ამ ერთი წლის განმავლობაში და რუს ბიზნესმენებს მიყიდეს ნახევარი საქართველო.
ეს ცალკე განყოფილებაში დევს. “ალბათ ასეა საჭირო” და “პირადი სარგებელი” ჰქვია.
რასადროდის ცუდია - ფრენები კარგი. რაღაცნაირად ასე.
2) რუსეთში ზნატოკები და აქ მოაზროვნეები მისი არარსებული იუმორის გამოვლინებაა ალბათ. ანიკაშვილი რო იცინის ხელფასის ხათრით, აი ეგეთი ხუმრობაა. “რა კარგად თქვით პრემიერო”.
3) რაც მთავარია - მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მომენტში საჭირო გახდა ამ თამაშის ერთი მონაწილე ფარჯიანის განადგურება, კობახიძემ ჩარეცხა მთელი გადაცემაც. რუსული ეძახა, მოაზროვნეობის იდეას დასცინა…
არა და, ეს გადაცემა 2019 წლიდან პირველ არხზე გადიოდა. გადაცემაში “მოაზროვნეების” სტატუსით არხის ერთ-ერთი მთავარი პრპპაგანდისტი გვიმრაძეც გამოდიოდა, პირველი არხის სახეებთან ერთად და აგერ არხის პრეზიდენტიც კი სტუმრობდა ერთ-ერთ ფინალს საკუთარი შეკითხვით.
ყველანი ერთად ჩარეცხა. მხოლოდ იმისათვის, რომ ფარჯიანი გაეშავებინა.
ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ეს პროპაგანდისტული აზროვმება არ არის. უფრო მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება რიგითი ქოცის ტვინში როდესაც ამ პრპპაგანდას ისმენს. აი ხუთი წუთით ადრე დარწმუნებული იყო, რომ “რა? სად? როდის?” ინტელექტუალური გადაცემაა, რომ ის რეჟიმისთვის მისაღები გადაცემაა, რადგან პირველ არხზე გადიოდა… და აი ახლა, ხუთი წუთის შემდეგ ის მზად არის აგინოს მთელს გადაცემასაც და თითოეულ მის მონაწილეს, როგორც რუსეთზე მომუშავე უვიც “ზნატოკებს.”
როგორ ფიქრობთ, პირველი არხის გუნდიდან ვინმე პასუხს მოსთხოვს კობაციძეს მათი ასეთი დამცირებისათვის?
კი - ზეგ”, - წერს ღამბაშიძე