ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის “ოცნებაში”, ისინი შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ლაშა ფარულავას განცხადებით, მდინარაძეს, კობახიძეს და პაპუაშვილს არანაირი რეპუტაცია თვითონ პროტოქოცებში არ აქვთ და შიშები აქვთ.
“ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის შიშის აღიარება, შიდა დაპირისპირების აღიარება, რომელიც არის “ოცნებაში”. მდინარაძეს, კობახიძეს, პაპუაშვილს არანაირი რეპუტაცია თვითონ პროტოქოცებში არ აქვთ და შიშები აქვთ.
თავისივე თანაგუნდელების, რომ რაღაცას გამოუგონებენ, შეშინებულები არიან 4 ოქტომბრით, მაგრამ მათ მინდა მივმართო, რომ გრძელდება მობილიზება 4 ოქტომბრისთვის, რადგან ეს არ იქნება ჩვენთვის მხოლოდ აქცია, ეს იქნება დიდგორი, მშვიდობიანი რევოლუციის დღე და მშვიდობიანი დამხობის დღე.” - განაცხადა ლაშა ფარულავამ.