„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა და საზოგადოებას საერთო პროტესტისკენ მოუწოდა.
ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ახლა ხალხს უფრო მეტი მიზეზი აქვს ქუჩაში გამოსვლის და ახლა უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი ერთიანი და პრინციპული ბრძოლა.
"ვგმობთ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას დაკავებას და მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა. ცხადია, რომ "ქართული ოცნება" ცუდ მდგომარეობაშია, ისინი დასდევენ მათ ყოფილ თანაგუნდელებს, ისინი დასდევენ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც იბრძვის და რა მთავარია, მათ ეშინიათ ბევრი ხალხის ქუჩაში. ამიტომ სწორედ ერთიანი პრინციპული პროტესტით უნდა ვიაროთ წინ. 4-ში, 13-ში, 27-ში ყველანი უნდა ვიყოთ გარეთ, სანამ არ დავასრულებთ ამ რუსულ რეჟიმს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.