„მე გავიმეტე [ციხისთვის] თუ თვითონ თავის თავი გაიმეტა? - ამის შესახებ თბილისის მერმა 23 წლის სტუდენტ, მეგი დიასამიძესთან დაკავSირებით განაცხადა, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის დააკავეს.
„მე გავიმეტე [ციხისთვის] თუ თვითონ თავის თავი გაიმეტა?... არსებობს კანონი, რომელიც ზოგადად აუცილებლად აღსრულდება. რაც შეეხება იმას, პატიმრობა იქნება თუ სახლში გაშვება, ამას არც თქვენ წყვეტთ, არც მე და კეთილი ინებეთ, დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა…
[ბანერის გაკვრაზე] ნებართვა, რა თქმა უნდა, გვქონდა. ამას სჭირდება არა მუნიციპალიტეტის, არამედ მფლობელის ნებართვა და, რა თქმა უნდა, გვაქვს იმიტომ, რომ ნაქირავები გვაქვს ფართი შტაბისთვის და ის პირობა, რომ ბანერები გაიკრას, პრობლემას არ წარმოადგენს”, - თქვა კახა კალაძემ.