მედიის ცნობით, ოთხშაბათს, 10 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ას ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც 2026 წელს სოციალური დახმარებების შემცირების მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციები გაიმართა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ასევე სხვა რამდენიმე ქალაქში: კერძოდ, ლიონში, მარსელში, ბორდოში, ტულუზასა და რენში. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 550-ზე მეტ დემონსტრაციაში დაახლოებით 170 000 ადამიანი მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტებთან შეტაკებების შედეგად 13 პოლიციელი დაშავდა; სამართალდამცავმა ორგანოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 260-ზე მეტი ცეცხლის წაკიდების ფაქტი დააფიქისრეს, კერძოდ, ბარიკადების დაწვა.
მომიტინგეები დაბლოკეს მაგისტრალები და რკინიგზა, სკოლების მისასვლელები, პარიზში პოლიციას ესვროდნენ ნაგავს, რესტორნის ფასადს ცეცხლი გაუჩნდა.
რკინიგზის კომპანია SNCF-მა დივერსიისა და ლიანდაგების ბლოკირების მრავალი მცდელობის შესახებ განაცხადა.
ყოველივე ამან რეგიონული კომუნიკაციების შეფერხება გამოიწვია, რის გამოც პარიზის ორ აეროპორტს შორის მოძრავი მატარებლების დაახლოებით მესამედი გაუქმდა.