„ყველაფერი დაბლოკეთ“ - საფრანგეთში ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ და ბიუჯეტის დაგეგმილი შემცირების გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის შესახებ Reuters იუწყება. აქცის მონაწილეებმა დაწვეს ნაგვის ურნები და გზები გადაკეტეს. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ათობით მომიტინგე დააკავეს.
ოფიციალური პირების თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ძალები განლაგებულნი არიან, რათა ბლოკადა რაც შეიძლება სწრაფად მოხსნან.
დემონსტრაციები პოლიტიკური არეულობის პარალელურად იმართება. ორი დღის წინ, პარლამენტმა პრემიე ფრანსუა ბაირუს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალ პრემიერ-მინისტრად თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დანიშნა.