უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა თავის უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს.
სიბიჰას თქმით, მოლაპარაკებების დროს მან უნგრელ მინისტრს რუსეთის მიერ ტერორის ესკალაციის შესახებ აცნობა და „კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ერთგულება სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ“.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ტარას კაჩკას, ბუდაპეშტში მომავალი ვიზიტი „და უკრაინასა და უნგრეთს შორის სხვა სამომავლო ორმხრივი კონტაქტები“.
„მოუთმენლად ველით ხვალინდელ კონსულტაციებს უნგრეთის ეროვნული უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით. უკრაინა მზადაა, ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით იმუშაოს ყველა ორმხრივ საკითხზე, - თქვა სიბიჰამ.
მან თქვა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების კლასტერების სწრაფად გახსნის და „ამ ნაბიჯისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერის უზრუნველყოფის“ აუცილებლობას.