მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გუშინ, 8 სექტემბერს ამავე ადგილას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
კალაძის მხარდამჭერები არაერთ მოქალაქეს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების თქმით, ისინი დემონსტრანტებს ესროდნენ გაყინულ ბოთლებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჯგუფური ძალადობის მუხლით დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: პუბლიკა