პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ქვეყანა მიმდინარე კვირაში სამხედრო წვრთნების „დასავლეთი 2025“-ის დაწყების წინ ბელარუსთან საზღვარს დაკეტავს.
„ხუთშაბათს საღამოს ჩვენ დავკეტავტ საზღვრებს ბელარუსთან, მათ შორის რკინიგზის გადასასვლელებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
წელს ყველაზე მასშტაბური რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები, „დასავლეთი-2025“, 12-16 სექტემბერს გაიმართება.
განცხადებების თანახმად, ამ წვრთნებში ათასობით ჯარისკაცი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული.