არც ერთი არაა ქალი, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია. სად არის ქალი? მანახეთ ერთი ადამიანი, რომელია ქალი?...აკაცუკები ხართ, - ასე მიმართა კახა კალაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას.
"ამაზე ველოდები პასუხს თქვენგან. ეს არის მომენტი, როდესაც 30 აკაცუკი მივიდა საარჩევნო შტაბთან. რა უნდოდათ ამ ადამიანებს საარჩევნო შტაბთან? თუ შტაბი მივიდა ამ ადამიანებთან? ..ქალებს სად ხედავ აქ? არც ერთი არაა ქალი, არ ვიცი, რაღაც სხვა ჯიშია. სად არის ქალი? მანახეთ ერთი ადამიანი, რომელია ქალი?...აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდნენ საარჩევნო შტაბს..." - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. მომხდართან დაკავშირებით განცხადება შსს-მაც გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ჯგუფური ძალადობის მუხლით დაწყებულია გამოძიება.