9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმში დაკავებული სტუდენტი, ანრი კაკაბაძე თავისუფალია. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, ანრი კაკაბაძე და დეკანი მამუკა ჯორბენაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.
25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ხოლო დეკანსა და დანარჩენ სტუდენტებს ჯარიმა დააკისრა.
დეკანსა და სტუდენტებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებოდათ ბრალად. შსს ამტკიცებდა, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით. ამის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა 25 ივნისს მიესაჯა, ხოლო სტუდენტები გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ლექტორი მამუკა ჯორბენაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
ფოტო: "პუბლიკა"