საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ასობით დრონი და ათობით რაკეტა გაუშვა, განურჩეველი დარტყმები განახორციელა.
„უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ მშვიდობის მხარეს ვდგავართ. ამასობაში, რუსეთი სულ უფრო და უფრო ღრმად იძირება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა,“ - წერს მაკრონი.