შეერთებული შტატები ლიეტუვას ესტონეთში განლაგებულ HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს, სანაცვლოდ კი ქვეყანაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატანკო დანაყოფს გაგზავნის.
ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.
„ჩვენს ინტერესებშია, რომ ლატვია და ლიეტუვაც გაძლიერდნენ და ეს იყო ამ პროგრამის მიზანი თავიდანვე, რომ აქ HIMARS-ის დანაყოფი ჩამოსულიყო ჩვენი სამხედროების წვრთნებისთვის, ვიდრე საკუთარ HIMARS-ს არ მივიღებდით.
ახლა კი ეს მოხდა, ისინი აქ დაგეგმილზე მეტხანს დარჩნენ. ახლა ისინი ლიეტუვაში მიდიან.
როდესაც HIMARS-ები ლიეტუვაში გადავა, ამერიკული არმიის სატანკო დანაყოფი ჩვენთან, ესტონეთში ჩამოვა“, - თქვა პევკურმა.
„თავისთავად, ერთი დანაყოფი მეორეს ცვლის და შეიძლება ითქვას, რომ ჯავშანტექნიკის ძალები იზრდება“,- თქვა პევკურმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენად დიდი იქნება ქვეყანაში ჩასული ტანკების დანაყოფი, თუმცა ეს სექტემბრის ბოლოს გაირკვევა.
ესტონეთის მიერ შეძენილი HIMARS-ის ექვსი სისტემა ესტონეთში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდა.