ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთზე სანქციების ერთობლივი ზეწოლის საკითხზე.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა, პაულა პინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვენსმა და ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციები განიხილეს.
„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსს შორის საუბარი სანქციებთან დაკავშირებით ერთიანი ფრონტის შენარჩუნებას ეხებოდა“, - განაცხადა პინიომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რაც უფრო მეტად შევათანხმებთ ჩვენს მიდგომას პარტნიორებთან, მით უფრო ეფექტური იქნება [სანქციები].“
ევროკომისიის პრესსპიკერმა გაიხსენა ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ერთობლივი ძალისხმევა ნავთობის ფასების შეზღუდვის მიზნით, „რომელიც შედეგს იძლევა“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე, რათა გავზარდოთ რუსეთისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ფასი, რათა საბოლოოდ მივიყვანოთ პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა მან.
„სწორედ ეს განიხილა პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან“, - დასძინა პაულა პინიომ.