ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა, მოუწოდა თავის ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს, უარი თქვამ პალესტინის ცალმხრივ აღიარებაზე და გააფრთხილა, რომ თუ წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ისრაელში სასურველი სტუმარი არ იქნება. ამის შესახებ The Times of Israel იუწყება.
სატელეფონო საუბრის დროს ისრაელის მთავარმა დიპლომატმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, „გადახედონ საფრანგეთის ინიციატივას“ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
„ისრაელი საფრანგეთთან კარგ ურთიერთობებს ცდილობს, თუმცა საფრანგეთმა პატივი უნდა სცეს ისრაელის პოზიციას მისი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებში“, - ხაზი გაუსვა საარმა საუბრის დროს.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ისრაელში ვიზიტს აზრი არ აქვს, ვიდრე საფრანგეთი აგრძელებს თავის ინიციატივებსა და ქმედებებს, რომლებიც ისრაელის ინტერესებს აზიანებს.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წინ სურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მაკრონს პირობა წაუყენა, უარი ეთქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე. მოთხოვნას საფრანგეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა.
ცნობისთვის, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.