აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა აშშ-ის სამხედრო ძალების მომზადება, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ რუსეთისა და ჩინეთის შეკავება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა Fox News-თანინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობამ ხელი შეუწყო რუსეთსა და ჩინეთს შორის დაახლოებას.
მისი თქმით, პეკინში ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მონაწილეობით გამართული სამხედრო აღლუმი, რომელზეც ახალი თაობის იარაღი იყო წარმოდგენილი, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის სისუსტის შედეგია.
„სწორედ ამიტომ დაავალა პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის დეპარტამენტს, რომ მზად ვიყოთ, ისტორიული გზით აღვადგინოთ ჩვენი სამხედრო ძალები, აღვადგინოთ მეომრული სულისკვეთება და აღვადგინოთ შეკავების ძალა“,- განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ჰეგსეთმა დასძინა, რომ ეს იმიტომ არ გაკეთდა, რომ აშშ ვინმესთან კონფლიქტს ეძებს, არამედ იმიტომ, რომ მზადყოფნას ამ კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლია.
„დემონსტრაციები და სამხედრო აღლუმები ნორმალურია, მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტებში“, - აღნიშნა პიტ ჰეგსეთმა.