„ომის პარტია“ ყოველთვის თავს ესხმის „მშვიდობის პარტიას“, - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„[ომის] მოგვარებისადმი მიდგომები შესაძლოა განსხვავებული იყოს.
არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო უკრაინელამდე უნდა ვიბრძოლოთ და არიან ისეთებიც... მაგალითად, როგორიცაა ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თავად პრეზიდენტი, რომლებიც გამოსავლის პოვნას ცდილობენ.
გამოსავალი მშვიდობიანი გზით უნდა მოიძებნოს. ასე რომ, პირველი მხარე, ომის მხარე, ყოველთვის ესხმის თავს მეორე მხარეს - მშვიდობის მხარეს“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.