რუსეთი იბრძვის არა იმდენად ტერიტორიისთვის, რამდენადაც ხალხის უფლებისთვის, ისაუბრონ საკუთარ ენაზე და იცხოვრონ საკუთარი კულტურის ფარგლებში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მინდა ხაზი გავუსვა ამას, ჩვენ ვიბრძვით არა იმდენად ტერიტორიებისთვის, არამედ ადამიანის უფლებებისთვის და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის უფლებებისთვის, ისაუბრონ საკუთარ ენაზე, იცხოვრონ თავიანთი კულტურის ფარგლებში, იმ ტრადიციების ფარგლებში, რომლებიც წინა თაობებისგან, მამებისგან, ბაბუებისგან და ა.შ. გადაეცათ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.