2 სექტემბრის საღამოდან რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე ერთობლივი შეტევა დაიწყეს 502 უპილოტო საფრენი აპარატის, ასევე 24 საჰაერო და საზღვაო რაკეტის გამოყენებით.
„9:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო/ჩაახშო 451 საჰაერო სამიზნე: 430 მტრის Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორი; 14 Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტა; 7 Kh-101-ის ფრთოსანი რაკეტა. 3 რაკეტისა და 69 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ზემოქმედება 14 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ჩამოგდებული თვითმფრინავების (ნამსხვრევების) ვარდნა კი - 14 ლოკაციაზე”, - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა დრონები რუსეთის ქალაქების - კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს, ორიოლის, შატალოვოს, პრიმორსკო-ახტარსკის და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე კონცხ ჩაუდადან გაუშვეს.
რუსებმა ასევე შავი ზღვიდან 16 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, ხოლო რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქისა და კრასნოდარის მხარის საჰაერო სივრციდან 8 „ხ-101“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.