საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 სექტემბერს, ოთხშაბათს საღამოს, პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა პარიზში 4 სექტემბერს უკრაინის ინიციატივით იმართება.
როგორც უკრაინულ მედიას ელისეის სასახლიდან წყარომ განუცხადა, შეხვედრის მიზანია „გზავნილის გადაცემა, რომ ჩვენ, სახელმწიფოებმა, რომლებიც მზად ვართ და შეგვიძლია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება, დავასრულეთ გენერალური შტაბის უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების მიერ ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები“.