დასავლეთ სუდანში, მარას მთებში მეწყერმა სულ მცირე 1000 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციოას BBC აჯანყებულთა დაჯგუფება „სუდანის გათავისუფლების არმიაზე” დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც სოფელ ტარასინის დიდი ნაწილი „მიწასთან გასწორდა“ და მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.
აჯანყებულების განცხადებით, დასახლებაში სტიქიის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა. “სუდანის გათავისუფლების არმია” გაერო-ს და სხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს.