უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცქვედანაყოფის, “აჩრდილების” დრონების ოპერატორებმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის საოკუპაციო ჯარებს გაუნადგურეს ან დაუზიანეს ძვირადღირებული სარადარო სისტემები.
უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია შემდეგი სამხედრო ობიექტები:
რადიოლოკაციური კომპლექსი "უტიოს-1"; GLONASS-ის გუმბათოვანი რადარი; სახმელეთო რადიოლოკაციური სადგური MP-10M1; რადარი 96Л6-АП;
დაზვერვაში აღნიშნეს, რომ „აჩრდილები“ აგრძელებენ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემისა და ნახევარკუნძულზე სტრატეგიული ობიექტების სისტემატურ განადგურებას.