ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მომზადების პარალელურად, განიხილავს იმ ქვეყნების მიმართ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, რომლებიც მოსკოვს უკვე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან ან დაეხმარებიან. იტყობინება Bloomberg-ი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირაში კოპენჰაგენში შეიკრიბებიან ახალი პაკეტის მომზადების განსახილველად.
დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იქნება ე.წ. სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი, მეორადი სანქციების სისტემის მსგავსი მექანიზმი, რომელიც 2023 წელს იქნა მიღებული, მაგრამ ჯერ არ არის გამოყენებული.
ცოტა ხნის წინ, მეორადი სანქციების მსგავსი ინსტრუმენტი გამოიყენა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ინდოეთს 50%-იანი ტარიფები დაუწესა რუსეთის ნავთობის შესყიდვისთვის.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი მუდამ ერიდებოდა მეორადი სანქციების შემოღებას, თუმრა როგორც ჩანს, ბიურსელმა ახლა „მოსკოვის წინააღმდეგ შესაძლო შეზღუდვების ზღვარს მიაღწია“.
ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი სექტემბერში დამტკიცდება.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ახალი სანქციათა პაკეთი ძირითადად ორიენტირებული იქნება პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო გადაყვანის საქმეში.
წყაროების ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ რუსეთის ნავთობისა და გაზისა და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობას, ასევე რუსული საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესებას.